შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) წევრ 182 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გახსნის.

აღნიშნულ შეხვედრაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს და მებაჟე ოფიცრებს პროფესიულ დღეს მიულოცავს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ლაშქარაძე.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით, აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაცია დაესწრება.

ცნობისთვის, საბაჟოს საერთაშორისო დღე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართება და სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები საბაჟო დეპარტამენტის 18 თანამშრომელს და პარტნიორ უწყებებს გადაეცემათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო