მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა თვითნებურად განაახლეს

მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა განაახლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დასაქმებულმა მევლუდ ღარიბაშვილმა განუცხადა, მათ საკუთარი დახლები თვითნებურად გახსნეს, რადგან გუშინდელი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა მერიას, კულტურის სამინისტროსა და ჯვრის წინამძღვარს შორის.

„გუშინ შეხვედრა იყო წინამძღვარ კონსტანტინე ჭინჭარაულს, მცხეთის მერიას და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. კონსტანტინე ჭინჭარაული მოითხოვდა, რომ ჩვენი დახლები დაახლოებით 500 მეტრით შორს განგვეთავსებინა, სადაც რეალურად მხოლოდ ძროხები დადიან და ტრიალი მინდორია. ამაზე ჩვენ ბუნებრივია წინააღმდეგები ვართ.

რადგან გუშინ შეთანხმება კიდევ ერთხელ ვერ მოხდა, დღეს გადავწყვიტეთ დახლები თვითნებურად გაგვეხსნა. ამ ეტაპზე ადგილზე 10-მდე გარემოვაჭრე ვართ და ნელ-ნელა ყველანი მოდიან“,- განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო. ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, მათ დღევანდელ დღემდე მუშაობა შეჩერებული ჰქონდათ.

იხილეთ ვიდეო: ჯვრის მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობა განახლდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა