საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, 2018 წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ანალოგიური სახის დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისგებაში მიეცა 20 მეწარმე სუბიექტი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბეს გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელიც შემდგომ წარუდგინეს სატენდერო კომისიას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად ატარებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს