მანდატურის სამსახურის უფროსი - 2018 წლის ოქტომბერში სკოლებში ფიზიკური დაპირისპირების 663, ნოემბერში - 483, ხოლო დეკემბერში 424 ფაქტი დაფიქსირდა

2018 წლის ოქტომბერში სკოლებში ფიზიკური დაპირისპირების 663, ნოემბერში - 483, ხოლო დეკემბერში 424 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ჟურნალისტებს განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტ “უსაფრთხო სკოლის” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სკოლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ფიზიკური დაპირისპირების მაჩვენებელი მცირდება.

„მანდატურის სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება: ძლიერდება უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების კომპონენტი. გარდა ამისა, ასევე, შს სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემუშავდა, რომელიც მოიცავს მთლიანად უსაფრთხოებასა და ზრუნვაზე ორიენტირებულ გარემოს”,- აღნიშნა მან.

ამასთან, მანდატურის სამსახურის უფროსმა განმარტა, თუ ვინ იქნებიან კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი კრიზისული და ინტერვენციის ჯგუფის წევრები, რომლებიც სკოლაში განსაკუთრებულად დაძაბული ვითარების შემთხვევაში გამოცხადდებიან.

„როდესაც სკოლაში მოხდება განსაკუთრებული შემთხვევა, კრიზისული ჯგუფი ადგილზე გამოცხადდება. აღნიშნულ ჯგუფში შედის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ბავშვთა ფსიქიატრი და ეს სამი წარმომადგენელი ადგილზე ჩაერთვება და შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ჩაატარებს”,- აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო