კახა კალაძე - ყოფილი მერი გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს გასცემდა

ყოფილი მერი გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ აღნიშნულის შესახებ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე საუბრისას განაცხადა და გიგი უგულავას დროს გაცემული ნებართვები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და აქტივისტს, ვინც პირველივე დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს, იცავდა ჩვენი ქალაქისთვის, თბილისისა და თბილისელებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო რიგით თბილისელებს და ადამიანებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ინვესტორს, რომ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და შეთანხმება იქნა მიღწეული. მსურს, ცოტა უკან დავბრუნდე და საზოგადოებას შევახსენო რა ხდებოდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური უვადო ნებართვა, ხოლო შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართულის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქის წინაშე. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული და პრინციპულობა. ყველაზე მთავარი კი არის თბილისელების თანადგომა და მხარდაჭერა ყოველდღიურ რეჟიმში, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. ამისთვის მადლიერი ვართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ პრობლემების მოგვარებას, რაც ქალაქის წინაშე დგას“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო