განათლების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბულინგის და ნარკოტიკების წინააღმდეგ სპეციალურ კამპანიას გეგმავს

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სპეციალური კამპანიაა დაგეგმილი, რომელიც შეეხება ბულინგს, ნარკოტიკების მოხმარებასა და სხვადასხვა საკითხს. ამის შესახებ მინისტრმა განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტის “უსაფრთხო სკოლის” პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროექტის განხორციელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

„დღეს წარმოვადგინეთ ინფორმაცია, რომელიც „უსაფრთხო სკოლის” კონცეფციას, მანდატურის სამსახურის გაძლიერებას გულისხმობს. ამაში იგულისხმება მათი კვალიფიკაციის გაზრდა, რაშიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა როგორც შს სამინისტრო, ასევე ამერიკის მანდატურის ასოციაცია, რომლის სპეციალისტები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. ამ პერიოდში მოხდა მათი გადამზადება, გაიზარდა მათი ცოდნა. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე. გაიზარდა ჩვენი ფსიქოლოგების კვალიფიკაცია, რომლებიც მანდატურებთან ერთად არიან სკოლის სამუშაოებში ჩართულები და ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ასევე გაიზარდა სხვადასხვა ელექტრონული საშუალებით ამ სამსახურზე წვდომა, ცხელი ხაზი გაძლიერდა და 24 საათის განმავლობაში მუშაობს. 3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა, რომლის შედეგი უკვე ვნახეთ. ყოველთვიურად რაც ვაკვირდებით, სტატისტიკა შემცირებულია, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ არ დავიწყოთ რეფორმის მეორე ეტაპი, რაც მანდატურების რიცხვის გაზრდას გულისხმობს. ასევე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები გაფართოვდება. ასევე შეიქმნება, კრიზისული სიტუაციების მართვის ჯგუფი. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმილია სპეციალური კამპანია, რომელიც შეეხება ბულინგს, იგივე ნარკოტიკების მოხმარებასა და სხვადასხვა საკითხს”,- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა