კახა კალაძე - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეთანხმება მიღწეულია, რაც შეეხება ადგილმონაცვლეობას,  ეს ჯერჯერობით გადასაწყვეტია

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეთანხმება მიღწეულია, დანარჩენი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელ გოგა ზაქაიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ამოსყიდვის შემთხვევაში რა თანხაზე იქნება საუბარი, ჯერ ვერ გეტყვით. შეფასდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება ადგილმონაცვლეობას, ესეც ჯერჯერობით გადასაწყვეტია. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეთანხმება მიღწეულია. დანარჩენი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ანალოგიური პრობლემა გვქონდა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორან „ოპიუმის“ წინ. მაშინაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო გაცემული სპეცნებართვა. დაწყებული იყო სამშენებლო სამუშაოები და სასტუმროს აშენება უნდოდათ. თუმცა ჩვენ იქაც მოვახერხეთ მშენებლობის შეჩერება და წავედით ადგილმონაცვლეობისკენ“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო