მიხეილ ბატიაშვილი - ვისაც ქართული სპორტის განვითარება გვაინტერესებს, მშვიდი გარემო თუ არ შევქმენით, შედეგების მიღწევა რთული იქნება

მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, ჩვენი უფლებამოსილების მიხედვით, რაც სამინისტროს გააჩნია, მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, -ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტების მიერ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს შეკითხვები, რომლებზეც პასუხს გამოძიება გასცემს.

„თვითონ სამინისტროს ოფიციალური პოზიციის შესახებ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის გამოძიების დასრულება, ანუ გამოძიებამ უნდა უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც გაჩნდა და საზოგადოებას მათზე პასუხი მართლაც აინტერესებს. მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, ჩვენი უფლებამოსილების მიხედვით, რაც სამინისტროს გააჩნია, მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოძიების დასრულებას დაველოდოთ, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ. ქართულ სპორტს სჭირდება მშვიდი გარემო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ოლიმპიადის მოსამზადებელი პერიოდი იწყება. შესაბამისად, ვისაც ქართული სპორტის განვითარება გვაინტერესებს, მშვიდი გარემო თუ არ შევქმენით, შედეგების მიღწევა რთული იქნება. მე მჯერა, რომ ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, სპორტსმენები ისევ დაუბრუნდებიან თავიანთ სპორტულ გარემოს და როგორც გასული წელი იყო განსაკუთრებული, წელს კიდევ უფრო მეტ შედეგს ველოდებით”,- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მოსამართლის გადაწყვეტილებით, 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულება გუშინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა