გია ჟორჟოლიანი - თუკი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესებზე შეთანხმება შედგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეთანხმება მოხდება კანდიდატებზე

თუკი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესებზე შეთანხმება შედგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეთანხმება მოხდება კანდიდატებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

ამასთან, დეპუტატი ელოდება, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა იქნება წარდგენილი.

“ახლა მსჯელობა იმის თაობაზე მიმდინარებს, თუ როგორი კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა. ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა საბოლოო შეთანხმება. მსჯელობა გაგრძელდება და შეიძლება პროცესი დღესაც არ დასრულდეს. თუ წესებზე შეთანხმება შედგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეთანხება მოხდება საბოლოოდ კანდიდატებზე - ამ წესების მეშვეობით შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ისეთი კანდიდატები, რომელზეც შეთანხმება იქნება უზრუნველყოფილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ჟორჟოლიანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარტია “ქართულ ოცნებაში“ უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს