ლევან გოგიჩაიშვილი - იმედი მაქვს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი 2024 წლამდე შეჩერდება

იმედი მაქვს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი 2024 წლამდე შეჩერდება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხზე განხილვა მიმდინარეობს და გუშინ გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე საკითხის მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოიხატა.

დეპუტატის აზრით, “სისტემა უნდა დაიტესტოს და მოხდეს დაკვირვება, თუ როგორ მოიქცევიან მოსამართლეები - ვინ როგორ გამოიჩენს თავს“.

“ვთვლით, რომ ადამიანები, ვინც სააკაშვილისა და ადეიშვილს რეჟიმს ემსახურებოდნენ, იყვნენ იმ სისტმაში, მოსწონდათ, იღებდნენ ხელფასს, უზენაესს სასამართლოში უვადოდ განსამწესებლად არიან შეუფერებლები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს პრინციპი“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა