არჩილ თალაკვაძე - არანაირი დაშლა არ მოხდება

არანაირი დაშლა არ მოხდება. „ქართული ოცნება“ პარლამენტში, 2020 წლის ჩათვლით, შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა.

თალაკვაძე აცხადებს, რომ მოსამართლეების საკითხზე მსჯელობა დღესაც არგუმენტირებულად გაგრძელდება.

„გუშინ იყო საკმაოდ დიდი დრო, რომ გვემსჯელა სასამართლოსთან დაკავშირებით. დღეს განახლდა მსჯელობა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პროცესი ნორმალურ, სამუშაო კალაპოტში წარმართა და ვფიქრობ, არის რესურსი, რომ გუნდში ყველა ძირითად პრინციპზე მოხდეს შეთანხმება. მათ შორის, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას კრიტერუმებთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასახელებას და მათ დამტკიცებას უკავშირდება და გვსურს, რომ საგაზაფხულო სესიისთვის უკვე ამაზე მუშაობა დავასრულოთ და მივცეთ სასამართლოს საშუალება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩიოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას და წაადგება ჩვენს საზოგადოებას და დემოკრატიას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, გუნდში განსხვავებული მოსაზრებები სხვა დროსაც ყოფილა და ამაში საგანგაშო არაფერია.

„არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ისეთ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, როგორიც არის სასამართლოს რეფორმა, ადვილი მსჯელობა იქნებოდა. ის, რომ გუნდში იყო განსხვავებული არგუმენტები, ეს მოსალოდნელი იყო. ადრეც ყოფილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახლდა ასეთი დისკუსია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მოვახერხეთ, რომ საბოლოო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ვფიქრობ, დღეს იქნება საინტერესო მსჯელობა. გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ის წინასწარი განწყობები, რომელიც მედიაში ჩანდა, იყო გარკვეულწილად გაზვიადებული.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო და დღესაც ცნობილია. ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს თავისუფალ, დამოუკიდებელ სასამართლოს და დღესაც მხარს უჭერს იმ კურსს სასამართლოსთან მიმართებაში, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება. ეს არის პრინციპული პოზიცია“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო