მიხეილ ბატიაშვილმა შსს-ს და ამერიკელ პარტნიორებს „უსაფრთხო სკოლის“ მიმართულების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტმა მიხეილ ბატიაშვილმა „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება.

„დაინერგება თვისობრივად განსხვავებული მიდგომა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა“ , - განაცხადა მინისტრმა და „უსაფრთხო სკოლის“ მხარდაჭერისთვის შსს-ს და ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, გაძლიერდება და გაფრთოვდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები. შესაბამისად, ახალი ცენტრები საქართველოს კიდევ კიდევ ორ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში გაიხსნება, სადაც მოსწავლეებს მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები მოემსახურებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა