არჩილ თალაკვაძე - პარლამენტსა და სასამართლოს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა დარჩეს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის პატივისცემის ფარგლებში

პარლამენტსა და სასამართლოს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა დარჩეს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის პატივისცემის ფარგლებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის ბოლოდრონდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, რომელიც აპირებს, რომ მეთოფიშვილს უჩივლოს, თალაკვაძე ამბობს, რომ ის ყოველთვის დაიცავს საკუთარი თანაგუნდელების ინტერესებს.

„გამიჭირდება ქალბატონი ეკას კომენტარზე რაიმე ინტერპრეტაცია გავაკეთო. რაც შეეხება ამ სატელევიზიო აზრთა გაცვლა-გამოცვლას პარლამენტსა და სასამართლოს შორის, ჩემი პოზიცია არის, რომ ეს კომუნიკაცია, თუნდაც მედიით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის პატივისცემის ფარგლებში. ამიტომ, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და თუ საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ვინმემ გადააჭარბა იმ დადგენილ ურთიერთობებს ინსტიტუტებს შორის, ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა დაუბრუნდეს ფარგლებს, რომელიც ნორმალური და ეთიკურია. რაც შეეხება განცხადებებს ჩვენი თანაგუნდელების მიმართ, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის დავიცავ უმრავლესობის ნებისმიერ წევრს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ეკა ბესელია მოითხოვს, რომ სერგო მეთოფიშვილზე დისციპლინური წარმოება დაიწყოს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა