„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული წიგნების - „შულამელი გოგონებისა“ და „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ წარდგენა გაიმართა

„ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7) კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული წიგნების, გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონებისა“ და ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ წარდგენა გაიმართა. სტუმრებმა დებიუტანტი ავტორები პირადად გაიცნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L”-იდან აცნობეს, გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონები“, კონკურსის ფარგლებში ხალხის რჩეული 9 ათასზე მეტი უნიკალური ხმით გახდა. წიგნი პრეზენტაციაზე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მწერალმა, თეონა დოლენჯაშვილმა და წიგნის ყდის დიზაინერმა, მხატვარმა, მაკა ზედელაშვილმა წარადგინეს.

„როცა დებიუტანტი ავტორი წერს პირველ წიგნს - რომანს, ეს დიდი გამოწვევაა. მას სჭირდება სულ სხვა გამბედაობა. ავტორი მოგვითხრობს სხვადასხვა ქალზე, მოგვითხრობს თითოეულ ჩვენგანზე, სხვებზე და ამავე დროს, ეს არის მისი გონებრივი და ემოციური ჭრილიდან დანახული. რომანში სამი სხვადასხვა ქალია, საუკუნეების სიღრმიდან იმათი ხმა უერთდება თანამედროვე ლილეს ხმას და იქმნება ერთგვარი სამაია, კომპოზიციურად ძალიან საინტერესო, დრამატურგიულადაც, პირველი წიგნისთვის არის ძალიან ოსტატური და წარმატებული ნაშრომი“, -ამბობს თეონა დოლენჯაშვილი.

ხალხის რჩეული, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ კი, რომელმაც ხმა 10 000-ზე მეტი ხმა მიიღო, სტუმრებს ასევე ჟიურის წევრმა და ლიტერატორმა, ივანე ამირხანაშვილმა და მწერალმა ელის დოჯსონმა წარუდგინეს.

ამირხანაშვილმა ახალბედა მწერალს თხრობის სტილი შეუქო და აღნიშნა, რომ მისი ნაწარმოები დებიუტანტის ნაწერს სულაც არ ჰგავს. მან „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტსაც“ შეადარა, თუმცა განმარტა, რომ ნიკოლოზი არცერთი მწერლის გზას არ მიჰყვება და სწორედ ამითაა გამორჩეული.

პრეზენტაციის განმავლობაში კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ ხუთივე გამარჯვებული წიგნი: გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონები“; ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“; ვახტანგ ვახტანგაძის „ალაჰი ჩემი მეგობარია“; იაგო თვალაბეიშვილის „ტრანსმუტაცია“ და ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნება“ 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.

კონკურსს გამომცემლობა „პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. გასული წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერები არიან და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა