ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს და ევროკავშირს ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, საუბარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას შეეხო და ყურადღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე გამახვილდა.

მათივე ინფორმაციით, ელჩებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივები და რეკომენდაციები გააცნეს.

მხარები შეთანხმდნენ, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო