ალეკო ელისაშვილი „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას აანონსებს

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან 29 იანვარს, 13:00 საათზე, საპროტესტო აქციას აანონსებს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ აქვთ ორი მოთხოვნა, რომელიც კომპანიის მენეჯმენტის ცვლილებას და „ყაზტრანსგაზ-თბილისში” საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ეხება.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არის გამორჩეულად უპასუხისმგებლო კომპანია. ეს უპასუხისმგებლობა უკვე ფატალური გახდა და ადამიანების სიცოცხლე ეწირება. კომპანიას ამ ტრაგედიებიდან არანაირი დასკვნა არ გამოაქვთ და არაფერი იღონეს ფონიჭალის შემდეგ, დიღომში რომ არ მომხდარიყო ეს ტრაგედია.

ეს უპასუხისმგებლობა გაგრძელდება, ვიდრე არ ვაიძულებთ, რომ გახდნენ პასუხისმგებლიანები. ამიტომ, ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ვისთვისაც სულერთი არ არის საკუთარი ოჯახის და შვილების პასუხისმგებლობა, სამშაბათს 13:00 საათზე შევიკრიბოთ კომპანიის ოფისთან.

ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა: პირველი - ადამიანი, რომელიც არის თან მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და თან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორი, უნდა მოშორდეს. საუბარი მაქვს მამუკა კობახიძეზე. მეორე საკითხი - მესმის, რომ ეს კერძო კომპანიაა, თუმცა ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას ეხება საქმე და საჭიროა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, სადაც შევლენ დარგის სპეციალისტები და ნდობით აღჭურვილი პირები, რომლის წინაშეც ახალი მენეჯმენტი იქნება პასუხისმგებელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ალეკო ელისაშვილი "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას აანონსებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს