ალეკო ელისაშვილი - კარგია, ვაკის პარკის საგა რომ დასრულდა, მაგრამ კალაძეს უნდა თავი გმირად წარმოაჩინოს

კარგია, ვაკის პარკის საგა რომ დასრულდა, მაგრამ კალაძეს უნდა თავი გმირად წარმოაჩინოს, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, კალაძეს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმება მარტივად შეეძლო და ეს აქამდე უნდა გაეკეთებინა.

„გულწრფელად ვიტყვი, რომ კარგია საბოლოოდ ვაკის პარკის საგა დასრულდა და რომ რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილზე ის უშველებელი კორპუსი არ აშენდება. თუმცა, კალაძეს შეეძლო ეს გაეკეთებინა არჩევნებიდან მეორე დღეს. ეს დრამა შექმნა თვითონ, თითქოს კალაძე სამოქალაქო აქტივისტებს მოუწოდებდა გვერდში დგომისკენ. ზუსტად ნახევარი წუთი და კალმის მოძრაობა იყო საჭირო, რომ ეს ნებართვა გაეუქმებინა, მაგრამ აქამდე მიიყვანა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო