თსუ-ს სტუდენტებმა დასუფთავების აქცია გამართეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დასუფთავების აქცია გამართეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“თსუ-დან აცნობეს, მდინარე ვერეს ხეობასა და ვარაზისხევში უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ინიციატივით რექტორს, გიორგი შარვაშიძეს თსუ-ის სტუდენტმა „ფეისბუქში“ მიმართა.

„მსგავსი აქციები უნდა მოეწყოს არა მარტო პირველი კორპუსის გარშემო, არამედ, უნივერსიტეტის სხვა კორპუსებთანაც. ეს ინიციატივა მხარდასაჭერია. დღეს არის ცნობილი მეცნიერის, გეოლოგის, ბუნების ქომაგის, ჩვენი ღვაწლმოსილი პროფესორის შოთა ადამიას დაბადების დღე და ეს აქცია არის სტუდენტური საჩუქარი მისთვის“, - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ გადაწყდა, გაწმენდილ ადგილზე მოეწყოს ახალგაზრდული სივრცე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების მოწყობა, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაატარონ თავისუფალი დრო და მიიღონ სხვადასხვა სერვისი. ეს აქცია ამჯერად იწყება თსუ-ს პირველ კორპუსთან, ვაპირებთ, რომ ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავოთ“, - განაცხადა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა.

თსუ-ს პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა დედაქალაქში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობასა და მსგავსი აქციების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

„ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ ჩვენი ქალაქი დაბინძურებულია. ამიტომ გადავწყვიტეთ დავასრულოთ წუწუნი და გადავიდეთ პრაქტიკულ საქმიანობაზე. სტუდენტებმა, პროფესორებმა ერთად დავასუფთავეთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია. იქნებ ეს ინიციატივა გადამდები აღმოჩნდეს სხვა მოქალაქეებისათვის და მათაც დაასუფთაონ თავიანთი ეზო, სადარბაზო, უბანი“, - აღნიშნა მან.

თსუ-ს პროფესორის რევაზ შანიძის თქმით, მსგავსი აქციები ხშირად ეწყობა სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტში და მასში სტუდენტები და პროფესორები ერთად მონაწილეობენ.

„მეც ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ეს სივრცე მშობლიურია ჩემთვის. მიხარია, რომ პატარა წვლილი შევიტანე იმ საქმეში რასაც უნივერსიტეტის დასუფთავება და გალამაზება ჰქვია“,- განაცხადა თსუ-ს პროფესორმა.

თსუ-ს ინფორმაციით, სტუდენტების მიერ ინიცირებული დასუფთავების აქცია თსუ ადმინისტრაციის, ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო