ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი - უდიდესი სირცხვილი იყო, რაც გეგა გეგეშიძემ სასამართლოზე თქვა, რომ პოსტზე მისი არ ყოფნით „ქვეყანა ჩამოიშლება“

ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 2012 წლის ბოლოს სამტრედიაში კახა კალაძისთვის ქვების მსროლელების უფროსი იყო, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა ჩორგოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - პრეზიდიუმი უნდა დატოვოს სრულმა შემადგენლობამ, მათ შორის რომან რურუამ და ელდარ კურტანიძემ.

„გეგა გეგეშიძე რომ გუშინ დაეკავებინათ, დღეს ფედრაციის პარალიზებას ექნებოდა ადგილი. ვერც ერთი ვიცე-პრეზიდენტი ვერ გააგრძელებდა მის მოვალეობას. წესდების მიხედვით კი, პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ან გენერალური მდივანი აგრძელებს, ანუ ვისაც ლეგიტიმაცია აქვს. ამათგან კი ლეგიტიმაცია არც ერთს არ აქვს, გეგეშიძის გარდა. შვიდი კაცის უფლება-მოვალეობას ასრულებს გეგა გეგეშიძე. აქედან გამომდინარე, დასკვნა საზოგადოებამ გამოიტანოს. გამოსავალი მხოლოდ ერთ რამეშია, პრეზიდიუმი უნდა დატოვოს, აბსოლუტურად სრულმა შემადგენლობამ, რომან რურუას, ელდარ კურტანიძის სახით და ა.შ.

მე ყოველთვის ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ გეგა გეგეშიძე არის გაუწონასწორებელი და არაადეკვატური პიროვნება. ჩემთვის უდიდესი სირცხვილი იყო, რაც მან სასამართლოზე წარმოთქვა, რომ პოსტზე მისი არ ყოფნით „ქვეყანა ჩამოიშლება“. ეს რა შუაშია. მე მკითხეთ, ვინ იყო გეგა გეგეშიძე 2007 წელს?! ყვითელი ავტობუსებით ხალხის საცემად სადამსჯელო რაზმები დაჰყავდა, გადაყავდა, გადმოყავდა. 2012 წლის ბოლოს სამტრედიაში იყო კახა კალაძისთვის ქვების მსროლელების უფროსი. ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა. სიმართლე ამ ქვეყანაში არის ერთი, რომ ზურა დათუნაშვილს აბრალებენ, თითქოს მან დაიწყო ჩხუბი, ძმები დაეხმარნენ და ა.შ. იქ არის კადრები რაზეც ამბობენ, რომ თურმე ყალბიაო. მართლაც მრცხვენია დიდი ჩემპიონების, რომელთაც უდიდეს პატივს ვცემ“, - განაცხადა გოჩა ჩორგოლიანმა.

შეგახსენებთ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გუშინ, სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, განაცხადა: „ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო