რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებამ შოკში ჩამაგდო

ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ შოკში ჩამაგდო, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„40 წელია პოლიტიკაში ვარ, ყოველთვის პატივს ვცემდი არჩევნებს. თუ ხალხის ნების გამოვლინების პატივისცემა არ არის, ეს უკვე დემოკრატია კი არა და ავტორიტარიზმია. მადურო პრეზიდენტად აირჩიეს, ამიტომაც ტრამპის გადაწყვეტილებამ მე, ადამიანი, რომელსაც დემოკრატიის სჯერა, შოკში ჩამაგდო“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მას სჯერა, რომ ნიკოლას მადურო პრობლემებს გადალახავს.

„როდესაც ჩვენ 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოგვიწყვეს, მადურომ უცებ დამირეკა, თუმცა მაშინ არ ვიცნობდი, ხოლო ევროკავშირიდან არავის დაურეკავს. ჩვენ ეს გვახსოვს. ჩვენ ვიცით ვინ არის დემოკრატი და ვინ - არა“, - დასძინა მან.