ბექა დავითულიანი - ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით, მერიამ თბილისელების ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ საკითხზე საჯარო და კერძო ინტერესები ერთმანეთს იყო აცდენილი და ამის მიუხედავად, დედაქალაქის მერიამ თბილისელების ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღება შეძლო.

„მსურს, მივულოცო თითოეულ თბილისელს, ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებს, რომ ვაკის პარკში არაფერი აშენდება. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ საკითხზე საჯარო და კერძო ინტერესები ერთმანეთს იყო აცდენილი და ამის მიუხედავად, დედაქალაქის მერიამ თბილისელების ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღება შეძლო. მოიძებნა იდეალური გამოსავალი, რითაც ყველას, პირველ რიგში, კი ქალაქის და მოქალაქეების ინტერესი დაკმაყოფილდა. რა თქმა უნდა, ვაკის პარკში, ამ უნიკალურ მწვანე სივრცეში, მსგავსი სახის მშენებლობა დაუშვებელი იყო“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც საზოგადოება, თბილისის მერი და მთლიანად მუნიციპალიტეტი საერთო, პრინციპულ პოზიციაზე დგას, ამას ინვესტორიც შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს..

„ შესაბამისად, საკითხი ქალაქის სასარგებლოდ გადაწყდა. ზოგადად, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ურბანული ქაოსი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დღეს, ათწლეულების მანძილზე დაშვებული შეცდომების გამოსწორება გვიწევს, რაც რთულია, თუმცა ჩვენ ამ პრობლემებს ეტაპობრივად აუცილებლად დავძლევთ. მსგავს საკითხებზე ყოველთვის პრინციპული პოზიცია გვექნება და მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენი დედაქალაქისა და თბილისელების, მომავალი თაობების ინტერესებს“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა