გიორგი ტყემალაძე - დღევანდელი გადაწყვეტილება არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა იმოქმედო თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით

დღევანდელი გადაწყვეტილება არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა იმოქმედო თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთა მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა.

გიორგი ტყემალაძის შეფასებით, დედაქალაქის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.

„დედაქალაქის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ,აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა. ასევე თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. დღევანდელი შეთანხმება არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით და სასარგებლოდ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. როგორც თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს