მამუკა ბახტაძე - ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას, გრძელვადიან პერსპექტივაში საპროცენტო განაკვეთებზე დადებითი გავლენა ექნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე, მათ შორის დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე და მნიშვნელოვანია, მათთან გასამკლავებლად ნაბიჯები გადაიდგას.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დაიწევს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა