ლაბორატორიის სპეციალისტებმა მცენარეთა სადიაგნოსტიკო კვლევებზე პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის მიერ ჩატარებული პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შეფასება მოიპოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროფესიული კომპეტენციის ტესტირება ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ ჩატარდა.

„მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში დანერგილია მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე კვლევის მეთოდები. ამ ლაბორატორიის სპეციალისტებმა მცენარეთა დნმ-ის ნიმუშებში ფიტო-პლაზმების გამოვლენაზე და იდენტიფიკაციაზე პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს.

ტესტირების მაჩვენებლებში ანალოგიური შედეგები აჩვენეს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ენტომოლოგიის და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმაც მცენარეთა ახლად დანერგილ მეთოდებზე.

პროფესიულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ. მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება შედეგების სტატისტიკური დამუშავება, დგება საბოლოო ანგარიში და ამის მიხედვით ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის შეფასება. აღნიშნული კვლევები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ იმ ISO 17 025 – ის სტანდარტებს, რომლითაც უმაღლესი აღიარების ტესტირების და რეფერალური ლაბორატორიები სარგებლობენ.

პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას“, -ნათქვამია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიასთან ერთად, პროფესიული ტესტირების პროგრამაში ჩართულია სურსათის კვლევის და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა