საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ საბა და ცოტნე ჩახუნაშვილებს სახლი აჩუქა

საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ საბა და ცოტნე ჩახუნაშვილებს სახლი აჩუქა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ლატარიიდან აცნობეს, მისმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, ბავშვების მძიმე სოციალური პირობები ოდნავ მაინც შეეცვალა და ჩახუნაშვილების ოჯახისთვის სახლი შეიძინა, რომელიც „ემბავუდ ჯორჯიას“ დახმარებით, ავეჯით უზრუნველყო, „ელიტ ელექტრონიქსთან“ თანამშრომლობით, ტექნიკით შეავსო, ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „სოკარ გაზ ჯორჯიას“ ხელშეწყობით, 1 წლის განმავლობაში ოჯახი კომუნალური გადასახადებისგან გაათავისუფლა.

მათივე ცნობით, სახლში დამონტაჟდა გამათბობელი და ამასთანავე, ბავშვებს ექნებათ საკუთარი ოთახი.

ეროვნული ლატარიის ინფორმაციით, საბა და ცოტნე ჩახუნაშვილის მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, შემდეგ კი ისინი ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუში მოხვდნენ.

„ვანის რაიონში, სოფელ ტყელვანში მცხოვრები საბა და ცოტნე ჩახუნაშვილები დედამ 10 წლის წინ დატოვა და ორ მცირეწლოვანს მამა გოგიტა ჩახუნაშვილი ზრდის.

საბასა და ცოტნეს სხვა ბავშვებივით უნდოდათ, სუფთა და კეთილმოწყობილ გარემოში ცხოვრება, უნდოდათ ჰქონოდათ საკვები, ყოფილიყვნენ თბილად და თანატოლებთან ერთად ევლოთ ექსკურსიებზე, ჰყოლოდათ ველოსიპედი და ლეკვი. ეს მათი მოკრძალებული ოცნებების არასრული ჩამონათვალია - ბავშვებს ნორმალური ცხოვრება უნდათ.

საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას უხდის ფონდ „სიკეთის ქალაქს“ და ტოქშოუ „პროფილსა“ და მის ავტორს მაია ასათიანს, რომლებმაც საზოგადოებას საბასა და ცოტნეს მძიმე სოციალური პირობების შესახებ შეატყობინეს.

საქართველოს ეროვნული ლატარია ვერ შეცვლიდა მცირეწლოვანი ბავშვების ცხოვრებას, რომ არა, ლატარიის ერთგული მომხმარებელი. სწორედ მათ მიერ შეძენილი ბილეთებიდან შემოსული თანხიდან შეგროვდა ჩახუნაშვილების დასახმარებლად განკუთვნილი თანხის ნაწილი. ჩვენ, ყველამ ერთად, ეს შევძელით და მიგვაჩნია, რომ თუნდაც ერთი ოჯახისთვის შეცვლილი ცხოვრებით საკუთარი წვლილი შევიტანეთ უკეთესი მომავლის შენების საქმეში, სიკეთე ხომ გადამდებია“, - ნათქვამია ეროვნული ლატარიის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს