საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე - ჩავბარდი, რომ გაირკვეს სიმართლე

ჩავბარდი, რომ გაირკვეს სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოში დაკავებულმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, ჯეკ შეფერდმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მის საექსტრადიციო პატიმრობაზე მსჯელობენ.

"დღე არ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შარლოტას დაღუპვაზე და იმაზე, თუ რა გავლენა ჰქონდა ამას მის ოჯახზე. ამ შემთხვევის შემდეგ დეპრესიული განწყობა მქონდა, ამიტომაც ამაზე საუბარს ვერ ვახერხებდი. ჩავბარდი, რომ გაირკვეს სიმართლე", - განაცხადა შეფერდმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს