საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა" სატრანსპორტო კომპანიის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს დააყენებს

საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" სატრანსპორტო კომპანიის უფროსის მამუკა კობახიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს დააყენებს. როგორც ფრაქციის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, კობახიძე ასევე ხელმძღვანელობს „ყაზტრანსგაზ-თბილისსაც" და ვერც ერთ მოვალეობას ვერ ასრულებს კარგად. ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს შეუერთდება თუ არა ალეკო ელისაშვილის დაანონსებულ აქციას "ყაზტრნსგაზთან", რაზეც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ თუ სადმე აქციაა გასამართი, ეს ადგილია თბილისის მერია.

„ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე აპირებს სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, მამუკა კობახიძის თანამდებობიდან გაშვების საკითხი დააყენოს. წარმოუდგენელია ეს ადამიანი ორი შპს-ს ხელმძღვანელი იყოს, სადაც ათიათასობით თანამშრომელია თავმოყრილი. ვერც სატრანსპორტო სამსახურში მუშაობს ეს კაცი კარგად და ვერც „ყაზტრანსგაზ-თბილისში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა