„ნაცმოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროს „რუსთავი 2“-ის დისკრიმინაციაში და პატიმართა უფლებების შელახვაში სდებს ბრალს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტია იუსტიციის სამინისტროს „რუსთავი 2“-ის დისკრიმინაციასა და პატიმართა უფლებების შელახვაში სდებს ბრალს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულთათვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიმართა.

კერძოდ, მოითხოვა განმარტება, „თუ რატომ ეზღუდებათ პატიმრებს ინფორმაციის მიღების თავისუფლება და რატომ არის გათიშული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში“.

პარტიის ინფორმაციით, წერილით მოთხოვნილია ინფორმაცია, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებებში არ მაუწყებლობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა