თბილისში „ბილაინის“ ახალი მაღაზია გაიხსნა

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“), საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ორთაჭალაში, გორგასლის #39-ში ახალი მაღაზია გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს, მაღაზია აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს „ბილაინის“ ყველა მომსახურება; შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

„მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ სიმ ბარათების შეძენა, სასურველი პაკეტების გააქტიურება და სხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება. აქვე წარმოდგენილია სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. „ბილაინი“ მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს მომხმარებელს საუკეთესო პირობებით სთავაზობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული და სხვა სახის მომსახურების მიღება, მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით „ბილაინის“ 36 მაღაზიაში შეუძლიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა