თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა და სატვირთო ავტომობილი ჩავარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გზის ჩანგრევის მიზეზი.
ამ ეტაპზე შემთხევის ადგილზე იმყოფებიან GWP-ს თანამშრომლები.