რამდენიმე ორგანიზაცია მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით პარლამენტს ღია წერილით მიმართავს

რამდენიმე ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს.

„ბატონო ირაკლი (კობახიძე) და ბატონო დავით(მათიკაშვილი), 2018 წლის 24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია. კანდიდატთა წარდგენა, როგორც ჩანს, განხორციელდა მცირე ან არანაირი ფორმალური და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის გამოყენებით. ამასთან აღნიშნულ სიაშია მოსამართლეები, რომელთა გახმაურებულ საქმეთა გადაწყვეტილებების გარშემოც არსებობს შეკითხვები.

ამერიკის სავაჭრო პალატას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატას გვსურს შევუერთდეთ საქართველოს საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზრდად სიას, რათა გამოვთქვათ ჩვენი შეშფოთება კადიდატთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. უზენაესი სასამართლო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არა მხოლოდ, როგორც ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენს სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის სიმბოლოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის წარმართვა სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი პროცესების გარეშე აღვივებს მეტად უარყოფით აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებისა და სასამართლოების სისტემის გარშემო, რომელიც უკვე არსებობს ბევრ დამკვირვებელს შორის.

ეს ცუდია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ უდაოდ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე.

შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, პარლამენტმა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, უმოკლეს ვადებში შეიმუშავოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონში და საჭიროებისამებრ- საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რათა ჩამოყალიბდეს კონკრეტული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის და განისაზღვროს სამართლიანი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული წესები მათი წარდგენისა და დანიშვნისთვის.

ამასთან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმის საჭიროებას, რომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ მართლმსაჯულების რეფორმას უფრო ფართო სპექტრში.

ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ მთავრობასა და პარლამენტთან ნებისმიერი გზით, იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ შესარჩევი და დანიშვნის პროცედურების სრული შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნებთან”, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო და საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში.

ღია წერილის ასლი ასევე ეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი მიქაუტაძეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა