ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ  შპს "ნილი" ჩანაცვლდეს კომპანიით, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის

მნიშვნელოვანია, რომ შპს "ნილი", რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თავის ვალდებულებას თავი ვერ გაართვა, ჩანაცვლდეს ისეთი კომპანიით, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბაღების კვების პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი წლის წინ დედაქალაქის მერმა წინა კომპანია გაისტუმრა, რაც ლეგიტიმური იყო. „მაშინ კითხვები იყო ერთ პროდუქტთან-ყველთან დაკავშირებით. მერმა თქვა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ ბავშვების უსაფრთხოებასო და სწორი იყო ეს პოზიცია. ახლა საუბარია არამარტო ერთ პროდუქტზე, არამედ ოთხზე. გუშინ დედაქალაქის მერის მოადგილემაც დაადასტურა, რომ კონკრეტული გადაცდომები არის. ახლა დამოკიდებულებაა შეცვლილი და ამბობენ, რომ ჯარიმით გამოსწოდება. ჩვენ პროკურატურაში სარჩელს ვამზადებთ და ეს ცალკე საკითხია. თუმცა, ვფიქრობ, კომპანია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თავის ვალდებულებას თავი ვერ გაართვა, მნიშვნელოვანია ჩანაცვლდეს ისეთი კომპანიით, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა