დიმიტრი ხუნდაძე - მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას დეპუტატებს ექნებათ საშუალება, საკუთარი პოზიცია ინდივიდუალურად დააფიქსირონ

შეხვედრის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა - პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია, ახლა შეთანხმება ტექნიკურ საკითხებზე მიდის, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

„როგორც იყო მოლოდინი, „ქართული ოცნება“ რთული საკითხებიდან გამოსავალს ყოველთვის პოულობს. ეს გამოსავალი საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები იქნება გამჭვირვალე. დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი პოზიცია ინდივიდუალურად დააფიქსირონ, ყოველგვარი გუნდური ვალდებულებების გარეშე. პროცესი იქნება გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული. პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმება მიღწეულია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გრძელდება. შეხვედრაში პარტიის თავმდომარემ ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა