რევაზ სოხაძე -  ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ქალაქში მცხოვრებლებს გვაქვს ღირსება და თავმოყვარეობა

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის ნებართვის გაუქმებას გამოეხმაურა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

რევაზ სოხაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ინვესტორი იყოს დაინტერესებული ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით, მაგრამ ყველამ, ხელისუფლებამ და ინვესტორებმაც უნდა იცოდნენ, რომ ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში მცხოვრებლებს გვაქვს ღირსება და თავმოყვარეობა.

“აუცილებელია, რომ სახელმწიფომ და თვითმმართველობამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესის კეთება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქალაქში დასრულდა ის დრო, როდესაც პირველ რიგში თავად ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდა დედაქალაქის ინტერესებს. ჩვენ, თბილისის საკრებულო და დედაქალაქის მერი, ვართ ის ადამიანები, რომლებიც არავის მივცემთ ჩვენი ქალაქის შეურაცხყოფის უფლებას", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, შეურაცხყოფაა, როდესაც კონკრეტული ჯგუფი ცდილობს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას. მისივე თქმით, თბილისში საზოგადოებრივი სივრცეების ხელყოფა, სარეკრეაციო ზონების განადგურება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც კიდევ უფრო დაამახინჯებს ქალაქს დასრულდა.

„ინვესტორი, რომელსაც სურვილი აქვს ამ ქალაქში იმუშაოს, ორიენტირებული მხოლოდ კოეფიციენტის გაზრდაზე კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე თუ როგორ შესძინოს ქალაქს ახალი არქიტექტურული ობიექტი, როგორიც ეკადრება თბილისელებს და ამ ქალაქის ისტორიას. დროა თამასა ავწიოთ. არავის არ ვურჩევ, თბილისთან და თბილისელებთან ულტიმატუმის ენით საუბარს. დარწმუნებული იყოს ყველა, რომ ამ დაპირისპირებაში ყოველთვის თბილისი გაიმარჯვებს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა