ოთარ გრიგოლია - ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების საკითხი თბილისელების გამარჯვებით დასრულდა

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების საკითხი თბილისელების გამარჯვებით დასრულდა, - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების გაუქმების საკითხთან დაკავსირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვა გაუქმდა.

„წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის. აბსოლუტურად დარღვეული იყო საჯარო ინტერესი. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ თბილისის მერიის, საკრებულოს და პოლიტიკური გუნდის ერთობლივ მუშაობას, რომელიც სწორედ ამ ბალანსის აღდგენას ემსახურება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ვაკის პარკის დაცვაში. განსაკუთრებით კი იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა