თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მწვავე ვირუსული დაავადების–წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კამპანია მოიცავდა ვირუსის შესახებ მოსახლეობის ცნობადობის დონის ამაღლებას, სწორი ჩვევების დანერგვასა და პრევენციული ღონისძიებების წახალისებას. ღონისძიების ფარგლებში მოხდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტების ვირუსზე აცრა. ორგანიზატორების განმარტებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში საყოველთაო აცრა ყველა მსურველისთვის იქნება უფასო, ხოლო აღნიშნული აქცია უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი, როგორც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის.

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისიწინებს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ორჯერად აცრებს 1 და 5 წლის ასაკებში.

ნებისმიერმა აუცრელმა და/ან არასრულად აცრილმა პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროს ვაქცინაცია!

თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მზადყოფნას გამოთქვამს ყველა მსურველს გაუწიოს შესაბამისი დახმარება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს