ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს შეიხს რამინ იგიდოვსა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტს იასინ ალიევს უმასპინძლა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს შეიხს, რამინ იგიდოვსა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტს, იასინ ალიევს უმასპინძლა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე დაინტერესდა მუსლიმი თემის საჭიროებებითა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბოლო აქტივობებით, სტუმრებმა ისაუბრეს დაგეგმილ ღონისძიბებისა და სამომავლო საქამიანობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში გაიმართა შეიხისა და მუფტის არჩევნები, რომელთა შედეგადაც რამინ იგიდოვი და იასინ ალიევი 5 წლის ვადით იქნენ არჩეულნი.

ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა სტუმრებს არჩევნებში გამარჯვება და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა