დავით უთმელიძე - 72 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტით ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი დავით უთმელიძე დედაქალაქის გაზრდილ ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიუჯეტი 72 მილიონი ლარით იზრდება, რაც მთავრობას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

„ველოდით, რომ რაღაც კარგს იტყოდნენ, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ოპოზიცია ამ საკითხებზე ნეგატიურ ჭრილში საუბრობს. 72 მილიონი ლარით გაზრდილ ბიუჯეტში, გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, დაგეგმილია ესტაკადის მშენებლობა, მაგალითად, გელოვანისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიას განტვირთავს, განავითარებს ინფრასტრუქტურას. ეს პროექტები აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა დავით უთმელიძემ.

დეპუტატმა ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სოციალური ბიუჯეტი განსაზღვრულია, თანხა კი საკმარისი. მისივე თქმით, ჯერ წლის დასაწყისია და ბიუჯეტი შესაძლოა კიდევ შეივსოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა