არჩილ თალაკვაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ მმართველმა გუნდმა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეჯერება შეძლო.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში დაინტერესებული მხარეები იქნებიან ჩართული და ამ ფორმატში შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს.

“უმრავლესობის ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე ძირითადი დრო სასამარლოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვას დაეთმო. ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სხვა შიდაპარტიული საკითხების განხილვას. ეს იყო შედეგიანი შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა. ეს შედეგი იმაში გამოიხატება, რომ უმრავლესობა მზად არის სამუშაო ჯგუფში პროცესის მონაწილე გახდეს ისე, რომ სამუშაო ჯგუფმა მიზანი შეასრულოს - შეიმუშაოს ეფექტური რეგულაციები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა