არჩილ თალაკვაძე ავაქიანის ძეგლთან დაკავშირებით - ვფიქრობ, საკითხი ამოწურულია და ამასთან დაკავშირებით მე არ ველოდები გართულებებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალქალაქში მიხაილ ავაქიანისთვის ძეგლის საკითხი იმ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან და საქართველოს აქვს სომხეთთან, ვერ შეცვლის. ამის შესახებ თალაკვაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ იყო ძალიან აქტიური განხილვები.

„სენსიტიური საკითხია, რაც აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შორის იწვევს გარკვეულ უხერხულობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ძეგლის საკითხი იმ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან და საქართველოს აქვს სომხეთთან, ვერ შეცვლის. მე ვფიქრობ, საკითხი მეტწილად ამოწურულია და ამასთან დაკავშირებით მე არ ველოდები გართულებებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში პოლიტიკოსების და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა ახალქალაქში, ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანისთვის ძეგლის გახსნას, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს