მამუკა მდინარაძე - „ფეიკნიუსები“ არის თანამედროვე გამოწვევა

„ფეიკნიუსები“ არის თანამედროვე გამოწვევა. ეს არის ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომლებსაც სურთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ცუდი იმიჯი ჰქონდეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ეკა ბესელიას მისამართით ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული პრობლემა გუნდის ყველა წევრს აწუხებს.

„ეს არის კითხვა, რომელიც 2.5 წელია მე პირადად მაწუხებს. ეს აწუხებს ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. ბოლო დროს ფეიკნიუსები ძალიან მომრავლდა. ეს არის ყველაზე ბინძური კამპანია, რაც ბოლო დროის უდიდეს გამოწვევად რჩება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უვრცელებენ ისეთ ამბებს, რომელიც სიმართლესთან ახლოსაც არ შეიძლება იყოს, თუმცა ვიღაცამ შეიძლება ეს დაიჯეროს და ბუნებრივია, მექანიზმიც კი რთული მოსაძებნია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ტვინიდან ამოვუღოთ ის, რაც ბუნებაში არასდროს ყოფილა. ეს არის თანამედროვე გამოწვევა. ეს არის ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომლებსაც სურთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ცუდი იმიჯი ჰქონდეთ და ხანდახან ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც ამას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს