მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო თანამდებობრივ და სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით

სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო თანამდებობრივ და სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მიუხედავად იმისა, ეს ვინმეს შეაწუხებს თუ არა, სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო თანამდებობრივ და სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ მისი დანაშაულის თუ უდანაშაულობის შესახებ საბოლოოდ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება“,- აღნიშნა მდინარაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო. ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა