მამუკა მდინარაძე - გამოძიებას ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ, რომ დავით ერაძის საქმეზე კონკრეტული პასუხები გაეცეს

გამოძიებას ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ, რომ დავით ერაძის საქმეზე კონკრეტული პასუხები გაეცეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის სახლზე თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.

„ზოგადად, ეჭვები და ვერსიები გამოძიებას არამხოლოდ ერთი და ცალმხრივი აქვს ხოლმე, არამედ აქვს მრავალმხრივი. ასე ხელაღებით ერთი ვერსიის გახმოვანება, რომ მაინც და მაინც რაღაც საკითხთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია, არ შეიძლება. ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს გამოძიებამ და წინასწარი დასკვნების გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება, თუმცა გამოძიებას ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ, რომ ამ საკითხზე კონკრეტული პასუხები გაეცეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტისმ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს, - აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე იპოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო