ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომას ვერ დაესწრება

დეპუტატი ეკა ბესელია 27 იანვარს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომას ვერ დაესწრება, - ამის შესახებ ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამის მიზეზად მან მივლინება დაასახელა. ამასთან, ეკა ბესელიას განცხადებით, მას სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია.

„შეხვედრის თაობაზე მოწვევა არ მიმიღია, ყველას ჰქონდა მოწვევა და ვიკითხე, რატომ არ მივიღე. მომივა მოწვევა, თუმცა, წინასწარ მინდა გითხრათ, რომ სხდომას ვერ დავესწრები. იცით, რომ მივლინება შევწყვიტე და ჩამოვედი, ამიტომ ისევ მიწევს წასვლა. კვირას არ ვიქნები, მაგრამ იქნებიან ჩემი კოლეგები. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა - კვირას საბოლოოდ არაფერი გადაწყდება, იქნება პოზიციების შეჯერება, მოსაზრებების გაცვლა. საბოლოოდ კიდევ უნდა შევიკრიბოთ, კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ირაკლი კობახიძე შეძლებს, მაქსიმალურად წარუძღვეს სამუშაო ჯგუფს ისე, რომ იმ ჯგუფის მუშაობასა და მონაწილეობას რაციონალური შედეგი და აზრი ჰქონდეს. ეს მასზეა დამოკიდებული, თუმცა არა მხოლოდ მასზე, რადგან ამ ჯგუფის მუშაობაში ძალიან ბევრი შრომა გვაქვს ჩადებული“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა