რიმა ბერაძე დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნებს პასუხობს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს რიმა ბერაძემ უპასუხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

რიმა ბერაძის თქმით, დღეს ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა, რაც ძალიან სასიხარულოა. მისივე განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი მიზნობრივად იქნება გახარჯული და დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

„10-მილიონიანი ტრანსფერი იმ მნიშვნელოვანი ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდება და უკვე სხვა მუხლებში გადანაწილდება. მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის განვითარებას, დაზარალებული სახლების რეაბილიტაციას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაიგეგმა შემოსავლები, კონკრეტულად ჯარიმებიდან შემოსული თანხა, რიმა ბერაძემ განმარტა, რომ 2019 წელი გასული წლის მაჩვენებლის შესაბამისად დაიგეგმა.

მისივე თქმით, ეს არ არის გასაკვირი, რადგან ბიუჯეტი სწორედ ასე იგეგმება.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რიმა ბერაძემ სხდომაზე პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკრებულოში არ არსებობს ადამიანი, ვინც არ ინტერესდება, ან არ ზრუნავს ამ საკითხებზე. მისივე თქმით, მასწავლებლებისთვის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად დედაქალაქის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა თბილისის საკრებულოს დეპუტატების მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები ეტაპობრივად შესრულდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო