დიმიტრი ხუნდაძე - „ქართული ოცნება“ სწორად მოიქცა, როდესაც მოსამართლეებს მისცა საშუალება, თვითონ ჩამდგარიყვნენ სამართლიან კალაპოტში

იმ ადამიანებზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები, ჩვენ თავიდანვე დევნა უნდა გამოგვეცხადებინა?!, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “7VS1” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი ყველაფერზე უნდა იღებდეს, მათ შორის სასამართლოზე, მაგრამ არა სასამართლოს შინაარსობრივ ნაწილზე. ხუნდაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სწორად მოიქცა, როდესაც მოსამართლეებს მისცა საშუალება, თვითონ ჩამდგარიყვნენ სამართლიან კალაპოტში, რაც მისივე თქმით, საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახება.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი ყველაფერზე უნდა იღებდეს და მათ შორის სასამართლოზე, მაგრამ არა სასამართლოს შინაარსობრივ ნაწილზე. სასამართლო სწორედ ამიტომაა დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენა უნდა იყოს ნულის ტოლფასი. გვახსოვს, როდესაც სასამართლო ხელისუფლება იყო დამოკიდებული და გახსოვთ რეიტინგებიც, განაჩენებიც. ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები, ჩვენ თავიდანვე დევნა უნდა გამოგვეცხადებინა მათზე?! ჩვენ მივეცით საშუალება, სასამართლო თვითონ ჩამდგარიყო სამართლიან კალაპოტში და შედეგი მივიღეთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციათა კვლევებით, წამყვანი ქვეყნების ოცეულშია შესული ქართული სასამართლო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს