დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ მადრიდში გამართული შეხვედრისას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტით იმყოფება საქართველოსა და ესპანეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ესპანურმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ქართველ სამართალდამცავებთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. ამ მიმართულებით მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ესპანეთსა და საქართველოში პოლიციის ატაშეების საქმიანობას.

„შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზაობა, გააღრმაონ თანამშრომლობა სხვადასხვა სხვადასხვა მიმართულებით. დადებითად შეაფასეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოს კრიმინალურ პოლიციასა და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიას შორის გაფორმდება და რომლის ხელმოწერაც დაგეგმილია ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რასაც მაღალი შეფასება ეძლევა პარტნიორების მხრიდან. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროიტეგრაციის მიმართულებით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, დავით ზალკალიანმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა იმ მაღალი დონის ფორმატების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია და განსაკუთრებით აღნიშნა უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგი და საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

„ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მინიჭების როგორც პრაქტიკულ, ისე პოლიტიკურ მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და აღინიშნა, რომ ქვეყანა ეფექტურად ასრულებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პრაქტიკულ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოიტანა, განსაკუთრებით, ბიზნეს კავშირების განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ესპანეთის წარმატებული თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. ესპანურმა მხარემ დადებითად შეაფასა ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. მათ შორის, დადებითი შეფასება მიეცა ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის ზრდის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის ბოროტად გამოყენების ფაქტების პრევენციისთვის ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომვალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ამასთან, დავით ზალკალიანმა საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში მოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა