მამუკა მდინარაძე - შეიძლება პრეცედენტულიც კი ვუწოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მერიამ და კახი კალაძემ დღეს მიიღეს

შეიძლება პრეცედენტულიც კი ვუწოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მერიამ და კახი კალაძემ დღეს მიიღეს, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის განცხადებით, კახი კალაძეს არა უგულავას ჩრდილიდან, არამედ უწევს გამოვიდეს უგულავას მიერ თბილისში შექმნილი მძიმე პრობლემებიდან და საბედნიეროდ ამას ახერხებს.

„ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ შეთანხმება შედგა. ვაკის პარკში არასდროს აშენდება რაიმე სახის შენობა. როდესაც ყველანი ჩვენ ერთად ვაანონსებთ იმას, რომ გარემოს დაცვას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, ეს გადაწყვეტილება მართლაც რომ პრეცედენტული და მისასალმებელია.

კახის უწევს იმ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და გიგი უგულავამ გადაწყვეტილების სახით მიიღეს და დღეს ყოფნით თავხედობა, რომ აქეთ აკრიტიკებენ ჩვენს თანაგუნდელებს.

გიგი უგულავას უბრძანებია, რომ კახი კალაძე მისი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს. სასაცილო წინადადება რომ არის, ამის გარდა, კახის მართლაც უწევს გამოვიდეს უგულავას მიერ თბილისში შექმნილი მძიმე პრობლემებიდან და საბედნიეროდ ამას ახერხებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა