მაკედონიას რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდება

საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიასთან შეთანხმება დაამტკიცა, რომელიც ამ ქვეყნის სახელის შეცვლას უკავშირდება და ჩრდილოეთ მაკედონია დაერქმევა. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი 153 დეპუტატმა დაუჭირა. გადაწყვეტილებას 146 დეპუტატი შეეწინააღმდეგა.

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებას კენჭი 11 იანვარს უყარა და მხარი დაუჭირა. საბერძნეთის პარლამენტის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების რატიფიცირების შემდეგ, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ ბალკანური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას ელოდება. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის, მომავალში რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია ალიანსის წევრი როდის გახდება.

ნატოში მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანება 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა