დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნების“ ლიდერი მიხვდა, რომ მის ინტერესებში განსაკუთრებული აყალმაყალი არ შედიოდა და სჯობდა, სიტუაცია ჩაწყნარებულიყო

ხვალ დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერი მიხვდა, რომ მის ინტერესებში განსაკუთრებული აყალმაყალი არ შედიოდა და სჯობდა, სიტუაცია ჩაწყნარებულიყო, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის წევრთა ნაწილს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებული პოზიცია ბოლომდე გაჰყვება.

„უზენაეს სასამართლოში 17 მოსამართლეა ასარჩევი. უმრავლესობაში დაახლოებით, 7-ჯერ 17 წევრია. ახლა, 7-8 ადამიანს რომ შეუძლია თავისი ფავორიტი ჰყავდეს და დანარჩენებმა ერთმანეთს მხარი დაუჭირონ. ჩემი ღრმა რწმენით, ასე მივიღებთ ორ-სამ საჩვენებელ სახეს უზენაეს სასამართლოში და დანარჩენები იქნებიან იმ გუნდის წარმომადგენლები, რომელთაც ვერტიკალი უნდა გაამაგრონ და ეს არის მთავარი ამოცანა. ამ კონკრეტულ პროცესში, განსაკუთრებით, პარლამენტის იმ წევრების პასუხისმგებლობაა და მათგან მოლოდინი არსებობს, ვინც ხმა აიმაღლეს და ვინც დაინახეს, რა პრობლემებთან გვქონდა საქმე, რომ ეს ადამიანები ასე მარტივად არ აყვებიან იმ შიდა თამაშებს, რომ პრობლემები მიიჩქმალოს.

გარდა ამისა, სრულიად აშკარაა, რომ ხვალ დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერი მიხვდა, რომ მის ინტერესებში განსაკუთრებული აყალმაყალი არ შედიოდა, სჯობდა, სიტუაცია ჩაწყნარებულიყო, რათა ხვალ მოსამართლეთა კორპუსმა ერთხმად გამოუცხადოს მხარდაჭერა იმ ავტორიტეტულ ინდივიდებს სასამართლოს შიგნით და ორშაბათს ჩვენ გვითხრან - რა გინდათ, ეს ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია და სასამართლოს ხელში ვერჩაგდებით გადარეული არასამთავრობო ორგანიზაციებიღა ხართ პრობლემაო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა